დიახ, Red Bull BC One 2010 ჩატარდება წლის ბოლოს ამომავალი მზის ქვეყანაში! დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ–ერთი საუკეთესო ჩემპიონატი გამოვა. ჯერ მონაწილეების სიაც არაა ცნობილი. როგორც კი სიახლეები იქნება, აუცილებლად განვაახლებ პოსტს
…hong 10 თუ მიიღებს მონაწილეობას სხვებს შანსი არა აქვთ 8–)
მანამდე კი უყურეთ 2009 წლის ჩემპიონატის დროს ბრეიქერების მოგზაურობას ჰიპ–ჰოპ კულტურის სამშობლოში ჰიპ–ჰოპ კულტურის ძეგლების სანახავად რედ ბულის ოფიციალურ საიტზე
მგონი დროა დავდო საწყისი მოძრაობების გაკვეთილები footwork-ში. ეს არის ჩემი აზრით ბრეიქში ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და მოცეკვავის სტილის მაჩვენებელი მოძრაობები. footwork–ში ბლომადაა დამუშავებული მოძრაობები და ტრიუკებიც და იმპროვიზაციაც. მოძრაობების და ტრიუკების დამუშავება აქიდან შეგიძლიათ, იმპროვიზაცია კი თქვენზეა
ყველაზე ძირითადი მოძრაობა - six step. რომელიც, როგორც სახელიდან ჩანს, შედგება ექვსი ეტაპისგან. ყველა დამწყები ბრეიქერი footwork–ის სწავლას იწყებს 6 step–ით. საერთოდაც ბრეიქის სწავლას იწყებენ ამ მოძრაობით, რადგანაც ის ყველაზე საბაზისოა.
მართალი გითხრათ ძალიან დამაინტერესა ამ ახალმა პროექტმა-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეული ინტერესი გამიჩნდა მაინც. თუმცა იმის გასაგებად არ გადამიწყვიტავს მეყურებინა, ნეტა რა შეგვიძლია ქართველებს. პროექტში “ნიჭიერი” NEW STYLE-ის გამოჩენა მოულოდნელი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ ჯგუფმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, საკმაოდ წარმატებულადაც გამოვიდა და დაანახა ფართო საზოგადოებას ის, რასაც აკეთებენ. დადგმა იდეალურად დახვეწილი იყო-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მონაწილეების რაოდენობის და ასეთი სტილის დადგმებში პირველი ნაბიჯებისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ჩემი პირადი სურვილი იქნებოდა პერსონალური გამოსვლის ნაწილებზე მეტი ყურადღება დაეთმოთ და უფრო მეტი წილი გადაეტანათ ჯგუფიდან თითოეული ბრეიქერის შესაძლებლობების ეფექტურად ჩვენებაზე. მოკლედ ჩემი მხარდაჭერა და წარმატებები NEW STYLE-ს!
ჰიპ-ჰოპის და ქუჩის ცეკვების სასწავლო გაკვეთილები დამწყებიდან მაღალ დონემდე. DVD გასწავლით დეტალურად სხვადასხვა მოძრაობებს და ასევე რიტმის და მუსიკის შეგრძნებას. მოკლედ კაი გაკვეთილებია
Volume 1 შეიცავს:
•მუსიკის/რიტმის გაგებას
• ღამის კლუბის მოძრაობებს
• პოპინგის საწყისებს
• თათინგის საწყისებს
• ლივლივს და სრიალს
• ტალღების სრულ კურსს
• Freestyle კლიპებს
• და მრავალ სხვას!
დავიწყე ჰიპ-ჰოპის და ბრეიქდანსის გაკვეთილების სერია “ლეღვ”
მონაცვლეობით დავდებ სხვადასხვა მოძრაობების გაკვეთილების ვიდეოებს
დავიწყებ ტალღებით და გლაიდით
1. An Introduction to Hip-Hop Dancing : Demonstration of Moves & Steps
2. Hip-Hop Dancing & First Thoughts for Beginners
3. The Easy Slip & Slide Move : Hip-Hop Dancing for Beginners
4. The Advanced Slip & Slide Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
5. The Foot Drive Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
6. More Tips for the Foot Drive Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
7. The Chicken Head Move : Hip-Hop Dance Steps & Tips for Beginners
8. The Chicken Head Move & More : Hip-Hop Dance Steps for Beginners
9. The Cincinnati Step Continued: Hip-Hop Dance Moves for Beginners
10. Heel Toe Moves : Hip-Hop Dance Steps for Beginners
11. More Heel Toe Step Tips : Hip-Hop Dance Moves for Beginners
12. The Wu Tang Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
13. The Cincinnati Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
14. One Two Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
15. More on the One Two Step : Hip-Hop Dance Moves for Beginners
16. The LA Walk Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
17. More on the LA Walk Move : Hip-Hop Dance Steps for Beginners
18. Step & Move Demonstrations for Hip-Hop Dancing Beginners
შეიძლება ითქვას, რომ იყო საინტერესო მომენტები, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება შარშანდელზე უარესადაც ვაღიაროთ
ჟიური მომეწონა, ჩიკო ჟიურიში უფრო კარგი ყოფილა, ვიდრე მოედანზე
მონაწილეებს რაც შეეხება, b-boy cloud იყო წლის აღმოჩენა, პირველივე მონაწილეობაზე ნახევარფინალამდე გაქაჩა. ლაგაეტმა იმედები ვერ გაამართლა, კიდე მე differ მომეწონა, მაგრამ cloud-თან დამარცხდა.
მოკლედ ასე განვითარდა მოვლენები:
პირველი რაუნდი:
Neguin / Lagaet
Menno / Kid Glyde
Differ / Flying Buddha
Morris / Lil G
Cloud / Kaku
Wing / Punisher Lil Ceng / Thesis Kolobok / Lilou
Crip Walk - ცეკვის სტილი, რომელიც გაჩნდა 70-იან წლებში. ის ჩამოაყალიბეს Crip Gang-ის წევრებმა Compton-იდან, ლოს ანჯელესის გარეუბნიდან. ის პოპულარულია West Coast რეპერებში და დღეს გვხვდება ზოგ კლიპშიც.თუმცა MTV-მ აკრძალა ამ ცეკვის შემცველი კლიპების ჩვენება, დღეს ის ძალიან პოპულარულია რეპის მოყვარულებში და ხშირად გვხვდება სოციალურ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი